ლექსები, პოემები, სმსები, თხზულებები, გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ზვიად გამსახურდია .... Poezia-

მთავარი მენიუ


რეკლამა
რეკლამა Poezia.Ge - ზე


გამოკითხვა
როგორია ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 329


ლინკები
შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ



ბანერები
რეკლამის ადგილი
აქ შეგიძლიათ განათავსოთ რეკლამა



მთავარი »


გვერდები: 1 2 3 4 »

მზის ჩასვლას.....
PoeziA

"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა
დანაცრებული ნასახლარები,
ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ
ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...

ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს
მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების,
ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა...
და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,

იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი
დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი
ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..

უკანასკნელი ოცნების კვდომას
ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა,
ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე
შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."

ნახა: 3145| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (17)


"EKATERINES"
PoeziA


"EKATERINES"
"მრავალი წლების ჩამქროლე......
ლექს დავწერ უფრო სევდიანს,

და მოვიგონებ შენს სახეს........
ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,

მთვარიან ღამეს შევხედავ...
ვარსკვლავებსმკრთალად მომნათეს,

და გავიხსენებ ცრემლიანს...
შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,

ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ....
ბუნებას ვუცქერ დარდიანს,

ბულბულის გალობა მესმის..
შენს ხმას მაგონებს სევდიანს,

ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ...
შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,

შენი ოცნება ცასა ჰგავს...
ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,

ზედ დამცქერიან შორიდან...
ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,

ბუნება მწყრალად დამცქერის
ცა არის ქუხილიანი!!!!!

მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს
ნარნარს და კუკულებიანს...,

ლამაზი ქალის დამკარგავს...
ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"

ნახა: 1971| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (9)


ღვთისმშობელისანი
PoeziA

დემეტრე მეფე (1125-1156)
ნახა: 1984| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (2)


ლადო ასათიანი-"ყაყაჩო"
PoeziA

ყაყაჩო ლექსი რომელიც ლადო ასათიანმა 1940 წელს დაწერა და ეთერ სვანიძეს მიუძღვნა; მე კი ვისარბევლებ შესაძლებლობით და ამ ლამაზ ლექსს ჩვენი საიტის მომხმარებელ უნშვენიერეს ქალბატონებს მიუძღვნი...
ვისაც დაგაინტერესებთ იხილეთ სრულიადში...

ნახა: 3849| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (4)


ეს სიყვარულია.
PoeziA
სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

ნახა: 2117| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (9)


სიყვარული.....
PoeziA
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
ნახა: 2700| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (6)


მე ვერ გავუძლებ უშენობით
PoeziA

მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.

გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….

შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!

ნახა: 1853| ავტორი: Batuma | კომენტარები: (5)


ღამის ფერები..
PoeziA

ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს

განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,

ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,

ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.


აანთო თეთრი ლამპიონები

და ცას მიაპყრო სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით

გამოუცხადა სამყაროს გლოვა


ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,

და დამავიწყო რაც მიწამია,

მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება

მარადისობის ერთი წამია

ნახა: 1058| ავტორი: Batuma | კომენტარები: (7)


ფიქრი...
PoeziA

ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...

სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...

თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...

ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.


მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,

ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.

ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,

ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.


და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,

ვეღარ გიშველის მონანიება.

მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი

და შენთან მოვალ შურისძიებად!..

ნახა: 871| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


ჩემს ფიქრებს,
PoeziA

ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად

იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,

მოგეფერებოდი უსასრულოდ

და ჩემი სურნელით დაგათრობდი.

ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,

უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,

ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა

გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი

ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,

უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,

როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ

ძალიან,ძალიან მენატრები.

რა მოხდება ახლა რომ გინატრო,

გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,

ნიავივით ფიქრებს გამოყვე და

მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.

ნახა: 1165| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


,მე სიყვარული...
PoeziA

,მე სიყვარული ლოთივით შევსვი

და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,

საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,

შენი თვალები ისევ ღმერთია.

მე ისევ ლექსებს დავემოყვრები

და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.

რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,

ეს განშორებაც მეტისმეტია.

ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,

ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."

ნახა: 1549| ავტორი: Batuma | კომენტარები: (4)


ეკლესიაში ნუ შეხვალ...
PoeziA

ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად

და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,

ნუ ეკითხები იესოს რატომ?

ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,

მარტო შაბათი ამოირჩიე,

თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს

ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!

ეკლესიაში იჯდება ქალი,

ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,

გულგრილად მაინც არ ჩაუარო

არ შეიზიზღო მისი სხეული,

ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,

სანთლის შეწირვა შენი ვალია,

რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,

დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!

ნახა: 2258| ავტორი: Batuma | კომენტარები: (15)


როგორ მიყვარდა
PoeziA

როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,

ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,

საოცარია დასისხული ცის გათეთრება,

როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...

მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე

საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად

სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე

და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....

უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით

და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად

აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით

და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...

გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს

გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი

შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,

ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....

ნახა: 694| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


თუ არ გამიწყრება
PoeziA

თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ

მთვარეს დავინახავ მე,

მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,

ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,

თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში

გადაშროშანებულ მთებს,

თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,

თოვლი ზღაპრულად რომ დევს...

თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი

თმებზე დამეღვრება მე,

ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე

სხივთ ნაწნავებად გრეხს...

თუკი ნაკადული დახატული

რაკრაკით ჩამივლის გვერდს,

თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ

ტოროლას ავაწვდენ ხელს,

თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს

შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,

ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში

აპრილი დამახრჩობს მე...

თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,

მუზა თუ არა მკრავს ხელს,

მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,

რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!

ნახა: 563| ავტორი: Batuma | კომენტარები: (0)


რამდენჯერ ..
PoeziA

რამდენჯერ მთვარიან ღამეში,

როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში,

როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში,

გინატრებ საამო ნიავად,

ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად.

რომ მიალერსებდე კი არა,

უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად!

რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს,

მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს,

მგონია ჩემთან ხარ, განწირულს

ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს,

ოცნებას გამიკრთობს ბულბული,

ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული.

ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული,

ის შენი იქნება და შენი ერთგული.

რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....

ნახა: 653| ავტორი: Batuma | კომენტარები: (0)


თვალი-თვალს..
PoeziA

თვალი-თვალს ხვდა...

და დახატა გრძნობა ერთი,

თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი.

ტუჩი-ტუჩს ხვდა...

ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს

ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს.

მკერდი-მკერდს ხვდა...

გამალებით გიცემს გული,

ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული

ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი

ერთმანეთში აირია ყველაფერი.

სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები

საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები

გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული

ამ სიგიჟეს ჰქვია ერთი სიყვარული

ვერ მიხვდები სად თავია და სად ბოლო

არ მთავრდება სიყვარული უთავბოლო...

ნახა: 743| ავტორი: Batuma | კომენტარები: (0)


თუ სიყვარულის ..
PoeziA

თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ

და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს

თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!

ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!

თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ

ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!

სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,

და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია

გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

ნახა: 939| ავტორი: Batuma | კომენტარები: (3)


ღამით ქუჩაში დავეხეტები
PoeziA

ღამით ქუჩაში დავეხეტები

მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...

მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,

სველი თვალებით მივყვები ბილიკს,

გაოცებული მივიცქერი იქით

არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?

მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის

მე არ მასვენებს ფიქრები მისი,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...

მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია

ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,

არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,

არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.

დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე

თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

არ ვიცი საით,

გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...

ნახა: 724| ავტორი: Batuma | კომენტარები: (3)


დაღამდა,
PoeziA

დაღამდა, გარეთ წვიმს შენ კი ისევ არ ჩანხარ,

დღეს შენი სურნელი შევიგრძნე,

შენი ამბავი გავიგე,

ის ულამაზესი ვარსკვლავი დავიპყრე,

შენ კი ისევ ადარებ,

დარდი მომეცა ვიტირებ,

უშენოდ მიჭირს სიფხიზლე,

შენ კი ისევ იძინებ.

ნახა: 942| ავტორი: Batuma | კომენტარები: (8)


შეიძლება ხან დაგიყვირო,
PoeziA

შეიძლება ხან დაგიყვირო,
შეიძლება ხან გაგიცინო,
შეიძლება ხან გაწყენინო,
შეიძლება ხან გატკენინო,
შეიძლება არც კი გაწყენინო,
შეიძლება არც კი გატკენინო,
შეიძლება არც კი დაგიყვირო
შეიძლება არც კი მაპატიო.
მაგრამ შენ უნდა იცოდე,
მაგრამ შენ უნდა გწამდეს,
მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს,
მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს,
რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.

ნახა: 2167| ავტორი: Batuma | კომენტარები: (11)




სისტემაში შესვლა
ლოგინი:
პაროლი:


სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



რეკლამა
რეკლამა Fanks.Ge - ზე


რადიო სამყარო
Fortuna + FM 103.4
Green Wave FM 107.4
Radio Ucnobi FM 98.0
Radio Imedi FM


Make a free website with uCoz
1-20 21-40 41-60 61-68