ლექსები, პოემები, სმსები, თხზულებები, გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ზვიად გამსახურდია .... Poezia-

მთავარი მენიუ


რეკლამა
რეკლამა Poezia.Ge - ზე


გამოკითხვა
როგორია ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 329


ლინკები
შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ

შენი ლინკი აქ



ბანერები
რეკლამის ადგილი
აქ შეგიძლიათ განათავსოთ რეკლამა



მთავარი »


გვერდები: 1 2 »

ბიოგრაფია
PoeziA

ეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია: "მერი", "მესაფლავე", "მთაწმინდის მთვარე", "მე და ღამე", "უსიყვარულოდ", "ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვა...

ნახა: 5832| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (7)


SheNi სადღეგრძელო
PoeziA
კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).

შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს. გალაკტიონის ნახატები

ნახა: 1655| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (9)


Angelozs Echira Grceli Pergamenti !
PoeziA
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..
ნახა: 1208| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (2)


QARIT დატირებული
PoeziA
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.

ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

ნახა: 1358| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (8)


მერი
PoeziA

  შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს"?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915


ნახა: 1537| ავტორი: xabo10 | კომენტარები: (15)


სადაც უნდა მივდიოდე
PoeziA

სადაც უნდა მივდიოდე

უცხო ქვეყნად მარები,

უკანასკნელ შვიდიოდე

წლის თან დამდევს ქარები.

სადაც უნდა შევიარო,

ღვინოს დამაძალებენ,

მწუხარება ვერ დავფარო,-

ღვინოს დააბრალებენ.

, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,

გაქრა გიჟი ოვნება,

ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,

მაგრამ რა მეკოცნება.

ნახა: 1773| ავტორი: Batuma | კომენტარები: (17)


შემოსილნი....
PoeziA

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.

სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

1916

ნახა: 791| ავტორი: Batuma | კომენტარები: (4)


წამყე ბეთანიისაკენ!
PoeziA

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და
ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
 
წამყე ბეთანიისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

1947

ნახა: 945| ავტორი: Batuma | კომენტარები: (8)


ხელოვნება
PoeziA

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

1909


ნახა: 686| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


შავი ყორანი
PoeziA

გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
 გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

1911

ნახა: 927| ავტორი: Batuma | კომენტარები: (5)


სად?
PoeziA

საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

1913

ნახა: 686| ავტორი: Batuma | კომენტარები: (0)


ქვეყანა გაცვდა...
PoeziA

ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,

უდაბურებად იქცა სოფელი.

ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში

მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

ნახა: 809| ავტორი: Batuma | კომენტარები: (2)


წუხელი გამით...
PoeziA


წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

1914

ნახა: 749| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


ყველას რაიმე ..
PoeziA

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

1934

ნახა: 610| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


ჰე, მამულო!
PoeziA

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: “სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”

არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!

მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!

დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!

1941

ნახა: 832| ავტორი: Batuma | კომენტარები: (4)


ჩვენ, პოეტები ..
PoeziA

გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

1924

ნახა: 473| ავტორი: Batuma | კომენტარები: (0)


თვალუწვდენელი, ...
PoeziA

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

1913

ნახა: 527| ავტორი: Batuma | კომენტარები: (3)


ია
PoeziA

ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.

1915

ნახა: 1478| ავტორი: Batuma | კომენტარები: (12)


შენი სადღეგრძელო
PoeziA

კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).

შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.

1916

ნახა: 685| ავტორი: Batuma | კომენტარები: (1)


მგლოვიარე სერაფიმები
PoeziA

მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.

ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”

1916

ნახა: 3548| ავტორი: Batuma | კომენტარები: (17)


1-20 21-31


სისტემაში შესვლა
ლოგინი:
პაროლი:


სტატისტიკა
სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0



რეკლამა
რეკლამა Fanks.Ge - ზე


რადიო სამყარო
Fortuna + FM 103.4
Green Wave FM 107.4
Radio Ucnobi FM 98.0
Radio Imedi FM


Make a free website with uCoz
1-20 21-31